"დნესტრისპირეთში სტატუს-კვოს შენარჩუნება არაღიარებული რესპუბლიკის უახლოესი მომავლის ყველაზე რეალური სცენარია", - ამის შესახებ უკრაინელი პოლიტოლოგი ვიტალი კულიკი აცხადებს.
"დაურეგულირებელი კონფლიქტის შენარჩუნება დროის განუსაზღვრელი პერიოდის განმავლობაში, ფასდება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რალური სცენარი რეგიონში სიტუაციის განვითარებისა. რათქმაუნდა, რაც უფრო დიდი ხნით ნარჩუნდება არსებული სტატუს-ქვო, მით უფრო ნაკლებია კონფლიქტის გადაწყვეტის შანსი მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად", - მიიჩნევს უკრაინელი ექსპერტი.
ამავდროულად, ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დნესტრისპირეთს მოცემულ ეტაპზე არ შეუძლია უზრუნველყოს საკუთარი მოთხოვნილებების მესამედზე მეტი.
"დნესტრისპირეთის ბიუჯეტის 2/3-ს შეადგენს რუსეთის ფედერაციის დახმარებები, მათ შორის უფასო გაზი, რომელსაც მოსკოვი არაღიარებულ რესპუბლიკას აწვდის", - განმარტავს კულიკი.
პოლიტოლოგი ასევე აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით ევროკავშირს არ გააჩნია რეგიონში განსახორციელებელი ეფექტური პროგრამები.
გარდა ამისა, იგი ასევე აღნიშნავს, რომ ეკონომიკური მიზეზების გამო დნესტრისპირეთის რეალური დამოუკიდებლობა შეუძლებლია.
"ამ პირობებში რეგიონი იძულებული იქნება მიმართოს გაერთიანებისთვის ერთ-ერთ გარანტ სახელმწიფოს, როგორსაც წარმოადგენენ რუსეთი და უკრაინა. რუსეთის ხელისუფლებამ უკვე არაერთხელ აღნიშნა, რომ მას "მეორე კალელინგრადი" არ სჭირდება და ნათლად გამოხატა, რომ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სცენარის განმეორება დნესტრისპირეთთან მიმართებაში ფაქტობრივად შეუძლებელია. რუსი ექსპერტები ზოგჯერ ხუმრობენ კიდეც, რომ "თქვენ, ვერსად წახვალთ და მოგწონთ ეს თუ არა მოგიწევთ ამ რეგიონის მიერთება", თუმცა იმაზე თუ რა შედეგები შეიძლება ამ ნაბიჯს მოჰყოვეს უკრაინისთვის, ისინი არაფერს ამბობენ", - აცხადებს პოლიტოლოგი.
ამასთან, იგი მიიჩნევს, რომ უკრაინის მიერ ასეთი ნაბიჯის გადადგმას შესაძლოა მოჰყვეს ყირიმის დაკარგვა და ქვეყნის რიგ რეგიონებში სეპარატისტული ტენდენციების გაძლიერება.
"ეს ასევე საკმაოდ დიდი ხნით გააფუჭებს ურთიერთობას მოლდოვასთან და გამოიწვევს დიდ სკანდალს ევროკავშირთან მიმართებაში", - მიაჩნია კულიკს და აქვე განმარტავს, რომ "მოვლენების ასეთი განვითარება განხილულია სუფთა ჰიპოთეტიკურად, თუმცა მისი სრულად გამორიცხვა არ შეიძლება".