მოქალაქეთა ეფექტიანი მომსახურებისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები დაჯილდოვდებიან. გამოკითხვის საფუძველზე ამ ეტაპზე 15 ყველაზე გულისხმიერი თანამშრომელი გამოვლინდა, რომელთაც სპეციალური სიგელები და პრემიალური თანხა გადაეცემათ.
გამოიკითხა 2051 მომხმარებელი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში, საქართველოს ეროვნულ არქივში, იუსტიციის სამინისტროს კანცელარიაში _ ეს იუსტიციის სამინისტროს ის სამსახურებია, რომელთაც უშუალოდ მომსახურება ეხებათ. შეფასდა მოქალაქეებისთვის გაწეული მომსახურება.
წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა წარმატებული თანამშრომლები, რის საფუძველზეც საქართველოს იუსტიციის მინისტრი საუკეთესო შედეგების მქონე საჯარო მოხელეებს სპეციალური სიგელებითა და პრემიალური თანხით დააჯილდოვებს.