გერმანიის ჰოსპიტალში დასიცხვის გამო ლატვიის ნაციონალური შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბატალიონის კაპრალი იანის ვოიტკევიჩი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა საქართველოში მიმდინარე სწავლების დროს გაუარესდა. იგი ჯერ ქალაქ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, შემდეგ კი გერმანიაში აშშ-ს შეიარაღებული ძალების ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
საქართველოში ლატვიელი სამხედროები მთიან ადგილში სამხედრო უნარებში ვარჯიშობდნენ. ჯარში სამხედრო გამოძიება მიმდინარეობს. ვოიტკევიჩი სამხედრო სამსახურში 2006 წლიდან იყო და მას წარჩინებული სამსახურისათვის არაერთი ჯილდო ჰქონდა მიღებული.
ლატვიის თავდაცვის მინისტრმა და ნაციონალური შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა დაღუპულის ახლობლებსა და კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადეს.
დაღუპულის ოჯახს სამძიმრის წერილი ასევე გაუგზავნა ლატვიის პრეზიდენტმა ანდრის ბერდზინშმა.