გორის სამხედრო ჰოსპიტალში ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაჭრილი, ქართველი ჯარისკაცი, გივი ფანცულაია გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" გორის სამხედრო ჰოსპიტალში დაუდასტურეს. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ფანცულაია, ჯერ გერმანიის და შემდგომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში იწვა. ის 26 ივლისს გარდაიცვალა.
კაპრალი ფანცულაია 6 იანვარს, თალიბების თავდასხმის დროს მძიმედ დაიჭრა. მასთან ერთად დაიჭრა და შემთხვევის ადგილზე დაიღუპა კაპრალი შალვა ფაილოძე. კაპრალი ფანცულაია მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა.
გივი ფანცულაიას გარდაცვალების შესახებ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
ნატოს ISAF-ის მისიაში მონაწილეობის განმავლობაში ჩვენმა შეიარაღებული ძალებმა 17 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.