საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები კახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას კვლავ განაგრძობენ. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისა და აღდგენითი სამუშაოები დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ დაათვალიერა.
კახეთის რეგიონში ამ ეტაპზე 1300 რეზერვისტი იმყოფება, მობილიზებულია საინჟინრო ბატალიონი და ადგილზე მუშაობას განაგრძობს სპეციალური ტექნიკა. ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია, გაწმენდილია ტერიტორიის უმეტესი ნაწილი და მთავარ გზებზე აღდგენილია მოძრაობა. თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, კახეთის მოსახლეობის დასახმარებლად საველე ჰოსპიტალიც ფუნქციონირებს. თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო პერსონალი დაზარალებულ მოსახლეობას უფასოდ ემსახურება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგების სრულ ლიკვიდაციამდე დარჩება.