საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების რეზერვისტებმა და საინჟინრო ბატალიონმა სტიქიის ზონაში დღეს დილიდან გაწმენდითი სამუშაოები განაახლეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თავდაცვის სამინიტროდან აცნობეს, თელავში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ლიკვიდაციისა და აღმოფხვრის პროცესში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გუშინ ჩაერთო და მთელი დღის განმავლობაში აღდგენით სამუშაოებს აწარმოებდა.
კახეთის რეგიონში 1300 რეზერვისტი, საინჟინრო ბატალიონი და 30-ზე მეტი ერთეული ტექნიკა მუშაობს.