ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, წლის დასაწყისში ბენზინის ფასი საშუალოდ ტონაზე 70-80 დოლარით, ანუ 135 ლარით გაიზარდა.
"საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარი პირდაპირაა დაკავშირებული « PLATT"S EUROPEAN MARKETSCAN»-«FOB MED (ITALY)»-ის საერთაშორისო ფასებთან. ახალი წლების წინ, 2009 წლის 17-18 დეკემბერს გაიაფებული საწვავის ფასი პირდაპირ იყო დაკავშირებული საერთაშორისო ფასების კლებასთან, რაც ჩვენ მიერ მოცემულ მონაცემებშიცაა ასახული. შემდგომ საწვავის ფასების მატება, რომელიც განხორციელდა უკვე მიმდინარე წლის იანვარში, იყო განპირობებული ფასების ზრდის იმ დინამიკით, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე აღინიშნებოდა და რომელიც ჩვენ მიერ ზემოთ იყო მოცემული", - აცხადებს მთვრალაშვილი.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საერთაშორისო ფასები ბენზინზე 697-690 დოლარის ფარგლებში მერყეობს, ანუ ფასების კლების ტენდენცია შეინიშნება, რისი შენარჩუნების შემთხვევაშიც ეს ადგილობრივ ბაზარზედაც პოვებს ასახვას.