ვაგზლის მოედანზე მდებარე დედაქალაქის ერთ-ერთ უდიდეს უნივერმაღ „ბავშვთა სამყაროში" აცხადებენ, რომ კრიზისის გამო მეწარმეები დაქირავებული ფართის გადასახადსაც ვერ იხდიან. „ბავშთა სამყაროში" საოჯახო და საოფისე ავეჯი, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და საყოფაცხოვრებო საქონელია წარმოდგენილი, ფასები კი 25-დან 1000 ლარამდე მერყეობს.
მყიდველის ნაკლებობას უჩივიან სამგორის ერთ-ერთ უდიდეს უნივერმაღ ,,სამგორი სითიშიც''. ადმინისტრაციის ცნობით, მყიდველის ნაკლებობის გამო პროდუქციის რეალიზაცია თითქმის შეჩერებული აქვთ. ბევრმა ინდმეწარმემ კი მუშაობაზე უარი თქვა. „სამგორი სითიში" ფართები 80-მდე მცირე მეწარმისთვისაა განკუთვნილი, თუმცა აქედან დღეს 70-ია შევსებული. უნივერმაღში ფასები 10-დან 800 ლარამდე მერყეობს.