საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტის მრჩეველს მაჰირ ბაბაევს და საქართველოსა და აზერბაიჯანში EBRD -ის წარმომადგენლებს ანიტა ტაჩსა და ფრანტო რიკას შეხვდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსთან დაკავშირებით EBRD -ის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა მიმოიხილეს.
მაჰირ ბაბაევის განცხადებით, მარტში, სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს EBRD -ის პრეზიდენტი ტომას მიროვი ეწვევა, რომლის ვიზიტის მიზანი საქართველოს სტრატეგიის განახლებული ვერსიის შემუშავების მიზნით რეგიონში არსებული სიტუაციის უკეთ გაცნობა იქნება.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის საკითხებზე და საქართველოსა და EBRD ს შორის მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.