. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა დღეს მოსკოვში ჩატარებულ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საზღვრების გამაგრებაში მომავალშიც დაეხმარება.
"ეს სასაზღვრო სამსახურის განსაკუთრებული ამოცანაა, რომელიც რუსეთის მიერ თავის თავზე აღებული ვალდებულებების შესრულებას გულისხმობს", _ განაცხადა მედვედევმა.
მან აღნიშნა, რომ არაერთხელ ყოფილა საუბარი იმაზე, რომ თავად რუსეთის საზღვარიც ყველაზე თანამედრიოვე მოწყობილობით უნდა იყოს აღჭურვილი.
"საზღვარი უნდა იყოს თანამედროვედ აღჭურვილი და ბოლო პერიოდში ამისათვის ბევრი რამ გაკეთდა. საზღვარი უნდა იყოს მოსახერხებელი მოქალაქეთათვის და პარტნიორებთან სოციალურ-ეკონომოკური ურთიერთობის დამყარებისათვის", _ აცხადებს მედვედევი.