თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ისმეთ ილმაზმა დღეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით ახალაიამ, გაერთიანებული შტაბის უფროსმა გენერალ-ლეიტენანტმა დევი ჭანკოტაძემ, გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ ბრიგადის გენერალმა გიგი კალანდაძემ და თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებმა.
დღესვე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი საქართველოს თავდაცვის მინისტრს დიმიტრი შაშკინს შეხვდა. მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ISAF-ის მისიაში საქართველოს მონაწილეობაზე და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგას თავდაცვის სამინისტროს ახალი სამი T-ს კონცეფცია გააცნო.