საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, ქვეყანას "დიდი უცხოური ვალი არ აქვს".
"ეს ტყულია", - ამის შესახებ სააკაშვილმა რაჭაში სტუმრობისას განაცხადა, სადაც ის ამბროლაურის რაიონის სოფელ ჩორჯიში, ადგილობრივ გლეხებს შეხვდა.
მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ დასახლებაში წყლის პრობლმების მოგვარება ითხოვა, ქვეყნის პირველმა პირმა განმარტა, რომ "წყლის სისტემის გაკეთება აუცილებლად უნდა მოხდეს, ქვეყანას კიდევ რამდენიმემილიონიანი უცხოური ვალის აღებაც რომ დასჭირდეს".
"დაიხარჯოს მილიარდი, 2 მილიარდი, რამდენიც იქნება საჭირო, რადგან ეს არის ის ჩადებული ფული, რომელსაც 10-ჯერ მეტად ამოვიღებთ", - განმარტა სააკაშვილმა.
მისი შეფასებით, "რაჭაში წყლის უამრავი რესურსია და ის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას წყლის პრობლემა აწუხებს, მხოლოდ თავმოუბმელობის შედეგია".