საქართველოში ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ისმეთ ილმაზი იმყოფება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, თურქი კოლეგა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მიიღო. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი საქართველოს თავდაცვის სამინისტდიმიტრროში გაიმართა.
ვიზიტის მიზანი ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების განხილვაა. ორი ქვეყნის უწყებები წლების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროებში, განსაკუთრებით კი სამხედრო განათლების კუთხით.
თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის ისმეთ ილმაზის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება.