დღეს, 17 ივლისს, თბილისს ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი მარკ ჰერტლინგი ეწვევა. იგი მთავრობასა და სამხედრო მაღალჩინოსნებთან გამართულ შეხვედრებზე განიხილავს საქართველოსა და აშშ-ს შორის მიმდინარე სამხედრო თანამშრომლობისა და წვრთნებს საკითხებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, მარკ ჰერტლინგი მადლობას გადაუხდის საქართველოს ISAF-ის მისიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
ევროპაში ამერიკის არმიის მეთაური თავისი უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია ამერიკული ჯარების ოპერაციების კოორდინაციაზე 51 ქვეყანაში. ევროპაში ამერიკული არმია წვრთნის და მართავს შეიარაღებულ ძალებს ევროპაში ამერიკული სარდლობისა და შტაბის მხარდასაჭერად წვრთნების საშუალებით და ამზადებს ძალებს გლობალური საქმიანობისათვის. გარდა ამისა, ევროპაში აშშ-ს არმია აძლიერებს ალიანსს და აგებს პარტნიორთა შესაძლებლობებსა და სიმძლავრეს, რაც აგრეთვე გამოიხატება ავღანეთში მომსახურე ქართველ ჯარისკაცთა წვრთნაში, რომლებიც გადიან ოთხკვირიან წვრთნებს ჰოჰენფელცში, გერმანიაში, ავღანეთში მისიის დაწყებამდე.
ევროპაში ამერიკული არმიის მეთაურად გახდომამდე გენერალ-ლეიტენანტი მარკ ჰერტლინგი მუშაობდა ამერიკის შეერთებული შტატების არმიის წვრთნებისა და დოქტრინის სარდლობის მეთაურის მოადგილედ. მანამდე იგი მსახურობდა პირველი ჯავსანსატანკო დივიზიის მეთაურად როდესაც სამსახურის უმეტესი ნაწილი ერაყში გაატარა.
გენერალ-ლეიტენანტი ჰერტლინგი საქართველოს 2011 წლის ივლისშიც სტუმრობდა.