ნატოში საქართველოს ელჩი გრიგოლ მგალობლიშვილი ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა. ნატოს საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, მგალობლიშვილმა და რასმუსენმა ავღანეთში ქართული სამხედრო კონტიგენტის მონაწილეობისა და ნატო-საქართველოს კომისიის მუშაობა შეაფასეს.
როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ყოველწლიური ეროვნული პროგრამის შესრულების განხილვა ბრიუსელში 18 ნოემბერს გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ალიანსში მუდმივი წარმომადგენლები და საქართველოს მაღალი დონის ოფიციალური პირები.
ყოველწლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესისა და სირთულეების განხილვა პირველად მოხდება.