ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკითიმ რუსეთის შეიარაღებული ძალების ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის 58-ე არმიის სარდალი, გენერალი ანატოლი ხრულოვი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ხრულოვს აღნიშნული ჯილდო ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, "სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთალიანობის დაცვაში შეტანილი წვლილისა და კავკასიაში მშვიდობის დამყარების მხარდაჭერისთვის" გადაეცა.
კოკოითიმ ხრულოვს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გამოჩენილი მამაცობისა და გმირობისთვის მადლობა გადაუხადა.
"თქვენ ომის დროს სამხრეთYოსეთისა და მისი მოქალაქეების დაცვის საქმეში დიდი წვლილი შეიტანეთ. პირადად იბრძოდით და დაიჭერით კიდეც, მაგრამ ბრძოლის ველი არ მიტოვეთ და თქვენთვის დაქვემდებარებული დანაყოფების სარდლობა განაგრძეთ. ჩვენი სამშობლოს გადარჩენის საქმეში ნამდვილად დიდი წვლილი შეიტანეთ", _ განაცხადა კოკოითიმ ხრულოვის დაჯილდოებაზე.
თავის მხრივ რუსული საოკუპაციო არმიის გენერალმა ხრულოვმა ოს სეპარატისტთა ლიდერს მადლობა გადაუხადა და განუცხადა, რომ "საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის შეიარაღებული ძალების 58-ე არმია ყოველთვის დადგება სამხრეთ ოსეთის დასაცავად.
"თქვენი დახმარება რომ არა, მტერს ვერ დავამარცხებდით. ერთობლივი მოქმედებებით ყველა სიძნელე გადავლახეთ. 58-ე არმია მომავალშიც დაეხმარება სამხრეთ ოსეთს", _ განაცხადა ხრულოვმა.