ე. წ. სამხრეთ ოსეთში მალე "საერთაშორისო" ეკონომიკური ფორუმი გაიმართება. ეს განცხადება ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ ე. წ. სოციალური განვითარების მინისტრ ალექსანდრე ჟმაილოსთან შეხვედრისას გააკეთა.
კოკოითიმ აღნიშნული ფორუმის ჩატარების კონკრეტული თარიღი არ დაასახელა.
ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, კოკოითიმ აღნიშნული ფორუმისთვის სერიოზულად მომზადება სამხრეთ ოსეთის სოციალური განვითარების სამინისტროს დაავალა.
ოს სეპარატისტთა ლიდერი აღნიშნავს, რომ ფორუმის ჩატარების მთავარი მიზანი ე. წ. სამხრეთ ოსეთში ინვესტიციების მოზიდვაა.
"ამ ფორუმზე მაქსიმალურ გამჭვირვალეობას უნდა მივაღწიოთ. მისი ჩატარების მიზანი რესპუბლიკაში ინვესტიციების მოზიდვა და ამისთვის ხელსაყრელი პირობებისა და უსაფრთხოების გარანტიების შექმნაა",_ განაცხადა კოკოითიმ.