"რომ არა საქართველოს შეიარაღებული ძალები, საქართველო, როგორც სახელმწიფო, არ აიარსებებდა", - განაცხადა მიხელ სააკაშვილმა დიმიტრი შაშკინის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების წარდგინებისას და აღნიშნა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები ყველაზე მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს სახელმწიფო დაწესებულებებს შორის.
"თავდაცვა საქართველოსთვის ყველაზე ფაქიზი და მნიშვნელოვანია. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აქვს ყველაზე მაღალი ავტორიტეტი საქართველოს ყველა სახელმწიფო დაწესებულებას შორის და ეს არის პირველ რიგში ჩვენი ოფიცრების, სერჟანტების, ჯარისკაცების დამსახურება, მაგრამ ეს არის ასევე სწორი ხელმძღვანელობის, სწორი რეფორმებისა და სწორი კურსის დამსახურება, რომელიც ჩვენ გავატარეთ", - განაცხადა სააკაშვილმა.