ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტზე ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფი დააკავეს.
საქმეზე ანტიტერორისტული ცენტრი მუშაობდა. დაკავებული არიან დავით კაკაბლიშვილი, გიორგი მელიქსიშვილი, მურმან კიპაროიძე და გოჩა ხოკერაშვილი.
ასევე დაპატიმრებული არიან ადამიანები, რომლებიც ყალბი პასპორტებით სარგებლობდნენ.
გამოძიების ინფორმაციით, ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფის წევრები ყალბ დოკუმენტაციას შვედეთში ამზადებდნენ. თითოეულ გაყალბებულ დოკუმენტში დამნაშავეები 1000 ევროს იღებდნენ. დაკავებულია ექვსი ადამიანი დაკავებულემბა დანაშაული აღიარეს.
ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფის საცხოვრებლებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული ყველა დოკუმენტი. გამოძიება გრძელდება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.