მიხეილ სააკაშვილი დღეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმში კურსდამთავრებულთა პირველ გამოსაშვების ცერემონიას დაესწრო. რამოდენიმე მათგანს პრეზიდენტმა თავად გადასცა საშუალო განათლების დამადასტურებელი ატესტატი - სამხედრო სერტიფიკატი და სამკერდე ნიშანი.
პრეზიდენტის ,,ფეიბუკის" გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, წელს კადეტთა სამხედრო ლიცეუმს 78 კურსდამთავრებული ჰყავს. სულ აკადემიაში კი 300 სტუდენტი სწავლობს. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2 წლის წინ განახლდა და ის სრულად სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება.