პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის მტკიცებით, Must Carry--ის ქართული მოდელი აშშ-ში მოქმედ მოდელზე უფრო დემოკრატიული და ყოვლისმომცველია. ამის შესახებ მან მაუწყებლების სავალდებულო ტანზიტთან დაკავშირებულ კანონპროექტზე გამართული დებატრების შემდეგ განაცხადა.
ბაქრაძის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, როდესაც საუბარია, რომ უცებ, ერთ დღეს გაითიშება ინფორმაციის მიღების წყარო.
,,მეგობრებო, ნუ შევიყვანთ შეცდომაში საზოგადოებას. არსად არაფერი არ მოხდება ისე, რომ თითქოს უცებ ჩვენი საზოგადოება აღმოჩნდება საინფორმაციო ვაკუუმში. ყველაზე სატელევიზიო არხი დარჩება ისე, როგორც არის დღეს. უბრალოდ წინასაარჩევნო სპეციფიურ პერიოდში, ჩვენ ვაკისრებთ დამატებით ვალდებულებას სატელევიზიო არხებს და საკაბელოებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგება მათ კომერციულ და საბაზრო ინტერესს. დამეთანხმებით, რომ ეს ვერ მოხდება მუდმივ რეჟიმში. მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო მუდმივ რეჟიმში უხეშად ერევა კომერციულ საქმიანობაში. ეს ვალდებულება არის ძალიან მაღალი ხარისხის. იგივე, აშშ-ში მაგალითად, Mუსტ ჩარრყ-ის მოდელი მოქმედებს მხოლოდ მაუწყებლებზე, რომლებსაც აქვთ სიხშირული ლიცენზია და ჩვენ რომ ამერიკული სტანდარტი მიგვეღო, რომელიც ზოგადად ყველაზე მაღალ სტანდარტად ითვლება, ბევრი ის სატელევიზიო არხი, რომელსაც დღეს არ აქვს სიხშირული ლიცენზია და სატელიტური ლიცენზიით მოქმედებს, დარჩებოდა ამ პრინციპის მიღმა. ამიტომ, მინდა ისიც კარგად გავიაზროთ, რომ ჩვენ წავედით ბევრად შორს, ვიდრე ამერიკული სტანდარტია და გარკვეულწილად რასაც დღეს ვიღებთ, არის უფრო დემოკრატიული და უფრო ყოვლისმომცველი, ვიდრე არის ამერიკული სტანდარტი", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მან მოუწოდა ,,ქრისტიან-დემოკრატებს,, მხოლოდ ნეგატივზე ნუ ფოკუსირებენ და არ დაივიწყონ თავიანთი წვლილი ამ კარგ საკანონმდებლო ცლილებაში.
მაუწყებლების სავალდებულო ტანზიტთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე მიიღო და მის საბოლოოდ მიღებას დღესვე გემავს.