საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველო "ბათუმის" ბაზას ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვია.
დელეგაცია სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ზაზა გოგავამ და სასაზღვრო პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მიიღეს.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის დასრულება, კერძოდ, ამერიკელების დახმარებით საპატრულო კატარღებს ჩაუტარდა სრული მოდერნიზაცია, დაამონტაჟეს თანამედროვე კავშირგაბმულობისა და სანავიგაციო სისტემები, შესაბამისად ხომალდი დაიხვეწა და უფრო მრავალფუნქციური გახდა.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით საქართველოში რამდენიმე დიდი და წარმატებული პროექტი განხორციელდა. მათგან აღსანიშნავია, "საზღვრის დაცვისა და კანონგამტკიცების" (GBშLE), "ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების" პროგრამები.
(GBშLE)-ის პროექტის ფარგლებში აშენდა ახალი სამმართველო და საფუძველი ჩაეყარა სასაზღვრო მონიტორინგის, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების განახლებას. ასევე, ჩატარდა სხვადასხვა სფეროში მესაზღვრეთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები.
2011 წლის 25 აგვისტოს რეალიზების ფაზაში შევიდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ახალი, გემთსარემონტო სახელოსნოს მშენებლობის დაწყებას.