უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 1 თებერვლს, მასსა და იულია ტიმოშენკოს შორის დანიშნულ ტელედებატებზე უარი განაცხადა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ტელედებატები კანონმდებლობის შესაბამისად დანიშნა. მან ასევე კანდიდატებს მეორე ტურისთვის პირველ ნაციონალურ არხზე 90-90 წუთი სარეკლამო დრო გამოუყო. 60-60 წუთი გამოიყო პირველ რადიო არხზეც.
იანუკოვიჩის შტაბში აცხადებენ, რომ მათი ლიდერი არ აპირებს უკრაინის მოქმედ პრემიერთან დებატებში შესვლას, რადგან "მომრჩევლებისთვის ისედაც ცნობილია იანუკოვიჩის ოპონენტების შესახებ ყველაფერი".
შეგახსენებთ, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 თებერვალს გაიმართება.