თბილისი.14.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". მოსკოველმა სამართალდამცავებმა მოსკოვის დმიტროვსკის რაიონში საქართველოს მოქალაქე "კანონიერი ქურდი" რევაზ კახმაზოვი დააკავეს. აღსანიშნავია, რომ რუსული მედია ამ ე.წ. კანონიერ ქურდს "ქართველ კანონიერ ქურდს" უწოდებს. რუსული მედია აღნიშნულ ინფორმაციას, სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"საქართველოს მოქალაქე რევაზ კახმაზოვი სოფელ ოზერეცკოეში მიმდინარე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების დროს დააკავეს. 35 წლის რევაზ კახმაზოვი კრიმინალურ წრეებში "რევაზ ლოტკინსკის" ზედმეტსახელადაა ცნობილი.
დაკავებისას მას შვიდ გრამამდე ჰეროინი აღმოაჩნდა",_ იუწყება რუსული მედია.
მათივე ინფორაციით, ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე "ნარკოტიკული საშუალბების უკანონო შენახვის" მუხლით. რუსული მედია ასევე აღნიშნავს, რომ "რუსეთის ერთ ერთ კოლონიაში სასჯელის ვადის მოხდის შემდეგ კახმაზოვი საქართველოში იქნება დეპორტირებული".