სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომელი დავით კობახიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შსს-ს ინფორმაციით, 2007 წლის 28 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომელმა დავით კობახიძემ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე ნიკოლოზ შაფაქიძეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ვიდეომასალა მედიასაშუალებებით გავრცელდა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომელი დავით კობახიძე მიცემული იქნა დისციპლინარულ პასუხისმგებლობაში და განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან", _ აცხადებენ შსს-ში.