უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია ქართველ დამკვირვებელთა საკითხს დღეს გადაწყვეტს.
სწორედ დღეს დაგეგმილ სხდომაზე გაირკვევა, მიენიჭებათ თუ არა მათ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე დამკვირვებლის სტატუსი და რამდენ დამკვირვებელზე გაიცემა შესაბამისი აკრედიტაცია.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ცესკომ დამკვირვებლების რეგისტრაციის წესი გაამკაცრა.
როგორც ცნობილია, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე ქართველი დამკვირვებლებს შესაბამისი სტატუსი არ მიანიჭეს, რის გამოც ისინი არჩევნებს უკრაინული მედიასაშუალებების შტატგარეშე კორესპონდენტების რანგში ესწრებოდნენ.