აფხაზეთში დღეს ჩასულმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, რომელიც ადრე რუსეთის შს მინისტრი იყო, ის ობიექტები მოინახულა, რომელიც აფხაზური მხარის ინფორმაციით, აფხაზეთის სოციალ-ეკონომიკური აღდგენის კომპლექსირი გეგმიდან გამოყოფილი ფინანსებით რემონტდება. ობიექტთა შორის აფხაზური მხარე ასახელებს: ახალი ათონის მონასტერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სახელმწიფო მუზეუმს, აფხაზეთის დრამატულ თეატრს.
"დელეგაციამ ასევე მოინახულა ის ობიექტები, რომელთა აღდგენაც 2 წლის წინ მოხდა - სოხუმის N2 სკოლა და სახელმწიფო ფილარმონია", _ იუწყება აფხაზური მხარე და აღნიშნავს, რომ სოხუმში მყოფმა ნურგალიევმა განაცხადა, რომ მისი ჩამოსვლა აფხაზეთსა და რუსეთს შორის კავშირების მომავალი განმტკიცებისკენ არის მიმართული.
"ვხედავ ცვლილებებს რესპუბლიკაში და ეს ძალიან მახარებს. ესეც სტაბილურობის მაჩვენებელია. ჩვენი მიმართული ვართ იმისაკენ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება და იგი კონსტრუქციული იქნება", _ განაცხადა სოხუმში მყოფმა ნურგალიევმა.