ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად დავიდ სანაკოევი დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მურატ ჯიოევი, რომელიც აქამდე ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე იყო, ე.წ. პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენლეად დაინიშნა.
ამავე დროს, ვალერი იახოვეცი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დარჩა. ე.წ. კულტურის მინისტრად კი მახარბეგ კოკოევი დაინიშნა.