დღეს სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ 37 რეპატრიანტი საცხოვრებლით დააკმაყოფილა. მათ ბინები გულრიფშის რაიონის სოფელ მაჭარაში აღდგენილ მრავალბინიან კორპუსში მიიღეს.
"ეს სახლი აფხაზეთის ე.წ. რეპატრიაციის კომიტეტმა 55 მილიონ რუბლად შეისყიდა, ხოლო მისი რემონტისათვის 20 მილიონი რუბლი დახარჯა", _ იუწყება აფხაზური მხარე. მათი ინფორმაციით, ყველაზე ინტენსიურად საცხოვრებელი თურქეთიდან აფხაზეთში ჩასულ ე.წ. რეპატრიანტებს ურუგდებათ.
"ამას გარდა, ახალ სახლში სირიიდან ჩამოსული რამდენიმე აფხაზიც იცხოვრებს. იქ იცხოვრებენ ასევე ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან და აჭარიდან ჩამოსულებიც", _ იუწყება აფხაზური მხარე.
აფხაზური ხარე აღნიშნავს, იმასაც, რომ აფხაზეთში ჩასული რამდენიმე ე.წ. რეპატრიანტი თურქეთიდან საცხოვრებლის მიღების შემდეგ თურქეთში დაბრუნდა, რათა ოჯახი ჩამოიყვანოს.