4 ივნისს ახალ ათონში აღდგენილი ჰიდროელექტროსადგური გაიხსნება, რომელიც ახალი ათონის სამონასტრო კომპლექსს ელექტროენერგიით მოამარაგებს. აფხაზური მხარის ინფორმაციით, პსირცხის ჰიდროელექტროსადგური საათში 100 კვტ/სთ-ს გამოიმუშავებს.
ჰიდროელექტროსადგურის რეკონსტრუქცია ულიანოვსკელმა სპეციალისტებმა განახორციელეს. ამისათვის 28 მილიონ რუბლამდე დაიხარჯა.
ახალი ათონის ჰიდროელექტროსადგური ბერებმა 1920 წელს მდინარე პსირცხაზე ააგეს. ეს ადგილი სვიმონ კანანელის მონასტრის ახლოს მდებარეობს. ჰიდროელექტროსადგური ბოლოს 1922 წელს გარემონტდა. 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მას საერთოდ არ უმუშავია.