სერბეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ახალი პატრიარქი აკურთხა.
ცერემონია ბელგრადის საკათედრო ტაძარში ჩატარდა. მასში მონაწილეობა სასულიერო პირებთან ერთად ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიიღეს.
ირენიუსი პატრიარქად პარასკევს აირჩიეს. 45-მა ეპისკოპოსმა არჩევანი სამ კანდიდატს შორის გააკეთა. სერბეთის ახალი პატრიარქი კათოლიკურ ეკლესიასთან თანამშრომლობის მომხრეა.
შეგახსენებთ, რომ სერბეთის პატრიარქი პავლე 96 წლის ასაკში 15 ნოემბერს ბელგრადის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ფილტვებისა და გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო იგი ორი წლის განმავლობაში ბელგრადის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა. ახალი პატრიარქის არჩევამდე სერბეთის პატრიარქის მოვალეობას ჩერნოგორია-პრიმორიის მიტროპოლიტი ამფილოქე ასრულებდა.