აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილმა გათავისუფლების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.
ექიმმა ყველა მხარდამჭერს მადლობა გადაუხადა.
"პირველ რიგში დიდი მადლობა ყველა ჩემს მხარდამჭერს, ვინც ჩემს იქ ყოფნას განიცდიდა. ნამდვილად არ ველოდი დღეს ჩემს გათავისუფლებას. აქედან მოკითხვას ვუთვლი ჩემი საკნის ბიჭებს და ყველა პატიმარს. ყველა მინდა გავამხნევო, ვინც ციხეშია. მადლობა ჩემს ადვოკატებს, რომლებმაც მათ შორის იზრუნეს ჩემს დარწმუნებაში, მადლობა ჩემს ოჯახს. ვინმე რომ არ გამომრჩეს, ყველა ძალიან მიყვარხართ. ყველაფერი იქნება კარგად კი არა ძალიან კარგად" - განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა.
ჟურნალისტებმა აკადემიკოსს ჰკითხეს, უნდა მიმართონ თუ არა სხვა პატიმრებმაც პროკურატურას საპროცესოს მოთხოვნით, რაზეც გიორგი ჩახუნაშვილმა განაცხადა - "ყველამ თავისი საქმე იცის".
4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ექიმს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ის სააპელაციო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ექიმმა გიორგი ჩახუნაშვილმაც. შეთანხმების მიხედვით, მან ჩადენილი დანაშაული აღიარა და 3 წლის, 3 თვისა და 2 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 3 წელი პირობითი სასჯელია.