რუსეთის დუმამ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების განხორციელების შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით დაამტიცა.
როგორც ცნობილია, დოკუმენტში წერია, რომ კანონი, რუსეთის არმიას სუშუალებას აძლევს უკუაგდოს ყველა ის საჯარისო ნაწილი, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაესხმება და დაუპირისპირდეს საზღვრებთან განლაგებულ სხვა ქვეყნის სამხედრო ნაწილებს.
დოკუმენტი ასევე რუსეთის არმიას უფლებას აძლევს საკუთარი მოქალაქეების დაცვის მოტივით შესაბამისი ოპერაცია სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელოს.
კანონპროექტის წინააღმდეგ უკვე გამოვიდა ევროსაბჭო და დოკუმენტის შესწავლა ვენეციის კომისიას დაავალა.