ბარსელონაში ევროპაში პირველი უფასო მაღაზია "ეს ლო ულტიმო" გაიხსნა, რაც "ეს ბოლოა"-ს ნიშნავს. მყიდველებს უფლებას აძლევენ ყოველ ორ კვირაში ერთხელ შეიძინონ 5 ნივთ და პრაქტიკულად არაფერი გადაიხადონ.
მაღაზიაში წარმოდგენილია ასორტიმენტი კვების პროდუქტებიდან დაწყებული საყოფაცხოვრებო ქიმიით დამთავრებული, თუმცა ერთი და იგივე ნივთის შეძენა დაუშვებელია.
იმისათვის, რომ მაღაზიის კლიენტი გახდეს მომხმარებელმა უნდა შეიძინოს აბონომენტი, რომელიც მხოლოდ 5 ევრო ღირს და შეავსოს სპეციალური ანკეტა.
ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზანი პროდუქციის რეკლამირებაა.
მაღაზიას 100-ზე მეტი მიმწოდებელი ჰყავს, რომელთაც საშუალება ეძლვათ უფასოდ მოახდინონ საკუთარი პროდუქციის რეკლამირება.