თბილისში კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრი "ევრაზია" გაიხსნა.
ახალი სავაჭრო ცენტრი გლდანში მდებარეობს, მასში ფუნქციონირებას დაიწყებს 80 სავაჭრო ობიექტი და გასართობი ცენტრი.
ახლად აშენებულ სავაჭრო ობიექტზე 300 ადამიანი დასაქმდება. მაღაზიების ნაწილი უკვე გახსნილია და ასზე მეტი ადამიანი მუშაობს.
ახალი სავაჭრო ცენტრი დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ მოინახულა. სამშენებლო სამუშაო ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასზე ორი მილიონი ლარი დაიხარჯა.