ჰაიტიზე მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ობლად დარჩენილი ბავშვების შვილად აყვანის ფაქტები გახშირდა. ამ მიზნით უკვე 100-ზე მეტი ბავშვი ჩაიყვანეს ჰოლანდიაში, სადაც შვილად აყვანის პროცედურის დაჩქარების გადაწყვეტილება მიიღეს. დაღუპული მეგობრის რვა ბავშვი იშვილა ჰაიტელმა მარტოხელა დედამ, რომელსაც თავადაც ჰყავდა სამი შვილი.
ჰაიტიში ძალიან გართულებულია საკვების შოვნა, არ არის სასმელი წყალი, უამრავი ადამიანი კვლავ თავშესაფრის გარეშეა. საკვების დაძებნად, დედაქალაქ პორტო-პრესიდან ხალხი ქვეყნის სხვა რეგიობენშიც მიდის. ათასობით ადამიანი ნავსადგურში შეიკრიბა იმ იმედით, რომ როგორმე ქვეყნიდან გასვლა მოახერხონ.
ჰაიტელების დახმარებას განაგრძობენ ცნობილი ვარკვლავები. ჰოლივუდის მსახიობმა ჯორჯ კლუნმა, რომელიც საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზატორია, იმედი გამოთქვა, რომ დაზარალებული ხალხის დასახმარებლად მნიშვნელოვანი თანხის შეგროვება გადება შესაძლებელი. მსახიობი შონ პენი კი თავად ჩავიდა ჰაიტიში და ადგილობრივებს დახმარება ჩაუტანა.