აშშ-ს პრეიზდენტმა ბარაკ ობამამ მკაცრად გააკრიტიკა ქვეყნის მსხვილი ბანკები, რომლები ეწინააღმდეგებიან სახელმწიფო რეგულირებას და მათ მცირე ბიზნესის დაკრედიტების ტემპები დაუწუნა.
ბარაკ ობამას განცხადებით, ეკონომიკურ კრიზისადმდე უოლ სტრიტზე ყვაოდა "ავანტურული სპეკულაცია" და "არაშორსმიმავალი გეგმები".
ობამამ გაკვირვება გამოთქვა იმ კრიტიკასთნ დაკავშირებით, რომელსაც თეთრი სახლი ქვეყნის საფინანსო სექტორის 700 მილიარდიანი თანხის მხარდაჭერის გამო წააწყდა.
"ახლა ჩვენ ვიცით, რომ არასოდეს გადავეყრებით კატასტროფას, უაზრო სპეკულაციების, არაშორსმხედველობის და ზოგიერთი კომპანიის ეგოიზმის გამო" - განაცხადა ობამამ.
უნდა აღინიშნოს, რომ ბარაკ ობამა აპირებს გაატაროს მთელი რიგი ინიციატივები მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად. კერძოს, სახელმწიფო მხარს დაუჭერს მცირე ბანკებს მათი ლიკვიდურობის შენარჩუნებისა და ზრდისთვის.
ობამას განცხადებით, ხელისუფლება დაჟინებული იქნება თავის მოთხოვნაში, რათა ბაზრის ყველა მოთამაშისათვის არსებობდეს ერთი წესი.
"ერთი წესის არსებობა კარგია ჩვენი ქვეყნისთვის და გრძელვადიან პერიოდში სასარგებლოა სფეროებიც დაფინანსებისათვის. სადაც ყველამ იცის თუ როგორ იმოქმედოს და ყევლას შუძლია თანაბარი კონკურენციის გარემოში იმოქმედოს", _ განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.