საგარეჯოს რაიონში, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე განაღმვით სამუშაოებს იაპონიის მთავრობა დააფინანსებს. სამუშაოები მარტიდან დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.
„მიზეზი, რატომაც ავირჩიეთ ეს პროექტი, არის ის, რომ პირველ რიგში ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც ამ პროექტის მეშვეობით უსაფრთხოდ ცხოვრებას შეძლებენ. ეს პროგრამა შესაძლებლობას გვაძლევს გავანეიტრალოთ ნაღმები ორ ძალიან მნიშვნელოვან ტერიტორიაზე, საგარეჯოსა და მცხეთაში", - განაცხადა საქართველოში იაპონიის სრულუფლებიანმა ელჩმა მასაიოში კამოჰარამ.
პროგრამა ,,გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო დახმარება" როგორც გასანაღმი ტექნიკის (დაჯავშნული ექსკავატორები, ავტომტვირთავები და ა.შ.), ისე გამნაღმველი პერსონალის დაფინანსებას მოიცავს. განაღმვით სამუშაოებს რეგიონებში თავდაცვის სამინისტროს დაკვეთითა და კოორდინაციით საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ჰალო ტრასტი" განახორციელებს. პროექტის ღირებულება 652 835 აშშ დოლარია.