სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურმა რუსტან გიცბას ჩვენების საფუძველზე გუდაუთის რაიონის სოფლებში დურიფშსა და ჯირხაში იარაღის ექვსი სამალავი აღმოაჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
გიცბას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა ედება ბრალად. სამალავებიდან ამოღებულია 500 მდე სხვადასხვა სახეობის საბრძოლო მასალა და 3000-ზე ერთეული ტყვია-წამალი. ამოღებია ასევე 80 კილოგრამამდე ალუმინის ფხვნილი, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებების დამზადებისთვისაა საჭირო.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.