ქსპერტი სოსო ცისკარიშვილი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ ოპოზიციის მისამართით გაკეთებული განცხადებები "ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე ასხამს წყალს.
ცისკარიშვილის თქმით, ასეთი ტიპის განცხადებების შემდეგ ოპოზიციას უწევს თავისმართლება, რომ მას რუსეთთან კავშირი არ აქვს.
"როგორც ჩანს, ლავროვს სურს, წინასწარ მოამზადოს საფუძველი, ოპოზიციის გარკვეულ ნაწილთან ურთიერთობებისათვის. საქართველოში ამ საკითხტან დაკავშირებით ისეთი კამპანია გაიმართა, რომ ლავროვმა ჩათვალა, რომ ოპოზიციის დაცვის აუცილებლობაა. უფრო ხშირად ლავროვის განცხადებები "ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე ასხამს წყალს და უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ოპოზიციას, რომელთაც ხშირად უწევს თავისმართლება იმაზე, რომ ისინი არ არიან რუსეთის სიმპატიის საგანი", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" სოსო ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრეკონფერენციაზე, კომენტარი ქართულ ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე.
"საქართველოს ხელისუფლების ოპონენტებთან კავშირს საერთაშორისო ნორმები არ კრძალავს", _ განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისი თქმით, კრემლი საქართველო ხელისუფლების ოპონენტებთან _ ნებისმიერ ოპოზიციურ ძალასთან ითანამშრომლებს.