რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარს თომას ჰამარბერგს კრემლში Eშეხვდა. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, პრეზიდენტთან არსებულმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ვლადიმერ ლუკინმა და ასევე პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტიტუტების განვითარები საბჭოს თავმჯდომარემ ელა პამფილოვამ.
აღნიშნული შეხვედრა მედვედევისა და ჰამარბერგი რიგით მესამე შეხვედრაა და მასზე აღნიშნული შეხვედრების გაგრძელების სურვილი გამოითქვა.
უნდა აღინიშნოს, რომ არც რუსული საინფორმაციო საშუალებები დაარც ოფიციალური მოსკოვი არ ავრცელებენ ინფორმაციას, ჰამერბერგი-მედვედევის შეხვედრისას გაიმართა თუ არა საუბარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო შეიარაღებული ფორმირებებისა და საოკუპაციო ჯარების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე თომას ჰამარბერგმა შეშფოთება გამოთქვა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობით ჩეჩნეთსა და ინგუშეთში და რუსეთის ხელისუფლებას ცნობილი ადამიანის უფლებების დამცველების მკვლელობების გამოძიებისაკენ მოუწოდა.
"მე ძალიან მაშფოთებს ის, რომ ადამიანის უფლებათა კუთხით მდგომარეობა ჩეჩნეთსა და ინგუშეთი ჯერ არ გაუმჯობესებულა", _ განაცხადა ჰამარბერგმა და რუსეთის ხელისუფლებას ქვეყნის ყველა სუბიექტში ადამიანის უფლებათა დაცვის რწმუნებულის თანამდებობის შემოღებისაკენ მოუწოდა.
"განსაკუთრებით აუცილებელია დაუსჯელი არ დარჩეს კავკასის რესპუბლიკებში მომხდარი მრავალრიცხოვანი დანაშაულის ფაქტები _ ესენია ადამიანის მკვლელობები და გატაცებები. აღნიშნული საქმეების გამოძიებები აუცილებლად ბოლომდეა მისაყვანი",_ განაცხადა ჰამარბერგმა.
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარმა ასევე ყურადღება გაამახვილა რუსეთში სასამართლო სისტემის რეფორმის გაგრძელებაზე. საუბარი ასევე შეეხო სასჯელაღრულების სისტემაში გასატარებელი რეფორმების აუცილებლობასაც.