დავით გედენიძე, რომელიც ადმინისტრაციული წესით ოპოზიციური პარტიის "ახლების" ოფისთან, ბესიკის ქუჩაზე დააკავეს, მოსამართლემ სრულად გაამართლა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ კობა ჩაგუნავამ მიიღო. ამ გადაწყვეტილებით გედენიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად არ იქნა ცნობილი და საქმის წარმოება შეწყდა.
დავით გედენიძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუმორჩილებლობას ედავებოდა. დავით გედენიძე, ვახტანგ გაგნიძე, მიშიკო ჯანიკაშვილი, საბა ბირკაია და ირაკლი არდია 4 დეკემბერს დააკავეს. 5 პირი კობა ჩაგუნავამ ჯერ კიდევ 5 დეკემბერს გაასამართლა და მათ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუერთდა. ხუთიდან ერთადერთი იყო დავით გედენიძე, რომლის საქმეც მოსაამრთლემ გადადო და დრეს საქმეზე პირველი უპრეცედენტო გადაწყვეტილება გამოაცხდადა.