ამერიკელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ქიმიოთერაპიის დროს ჯანმრთელი უჯრედების დაცვის მეთოდი. ახალი მეთოდის გამოცდა ჩაატარა ვაშინგტონის შტატის, სიეტლის ფრედ ჰატჩინსონის ონკოლოგიური კვლევის ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფმა, ჯენიფერ ედეირის ხელმძღვანელობით.
მათ შეცვალეს ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გენომი, გახადეს რა ისინი არამგრძნობიერი ანტისიმსივნური პრეპარატების მიმართ.
შედეგად, პაციენტებში ქიმიოთერაპიის ნეგატიური ეფექტების ნაკლები რაოდენობა დაფიქსირდა, ხოლო მათმა სიცოცხლის უნარიანობამ საშუალო დონეეს გადააჭარბა.
მასალის გამოყენების პირობები