აშშ თავის საჯარისო ფორმირებებს ერაყიდან 2010 წლის 20 აგვისტომდე გაიყვანს. ხოლო ყველა ამერიკელი ჯარისკაცი ქვეყანას 2011 წელს დატოვებს ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ერაყის პრემიერ მინისტრთან ნური ალ მარიკისთან შეხვედრისას განაცხადა.
პრეზიდენტ ობამას თქმით, შეხედრისას საუბარი წარიმართა ერაყის ხელისუფლების მიერ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საკითხებზე.
ამერიკელმა ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია საარჩევნო კანონმდებლობის შემოღება, რათა იანვარში დანიშნული არჩევნები დემოკრატიულად წარიმართოს და მას სამართლებრივი საფუძველი გააჩნდეს.
პრეზიდენტ ობამას განცხადებით, ორი ქვეყნის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის.
"ამ შეხვედრის განსაკუთრებულობა გახდა ის, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები გადადის იმ დონეზე, რომელსაც ჩვენ უკან მოვიტოვებთ უსაფრთხოების საკითხი და დავიწყეთ საუბარი ეკონომიკაზე, ვაჭრობაზე და კომერციაზე", - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
თავის მხრივ ერაყის პრემიერ-მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა იმ ფაქტს, რომ მოლაპარაკებები ორი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ეკონომიკური განვითარების სიბრტყეში წარიმართა რაც უნდა გახდეს ერაყის მოსახლეობის კეთილდღეობის საფუძველი.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერაყი მოითხოვს თავისი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორების განვითარებას და სურს მისცეს შესაძლებლობა ამერიკულ კომპანიებს უფრო ატქიურად ჩაერთონ ამ პროცესში.
ერაყის პრემიერმა ასევე მოუწოდა აშშ-ს მხარი დაუჭიროს ერაყის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების გაუქმების ინიციატივას, რადგან ქვეყანას არ გააჩნია მასობრივი განადგურების იარაღი და აშენებს პლურალისტურ პოლიტიკურ სისტემას.