სოხუმში ჩასულმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკება თანათავმჯდომარეებმა ფილიპ ლეფორმა (ევროკავშირი), ანტი ტურუნენმა (გაერო) და ბადრიგ მერფიმ (ეუთო) აფხაზ სეპარატისტებს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრების გამართვა ზუგდიდში შესთავაზეს, რაზედაც სეპარატისტების კატეგორიული უარი მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მხარე ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, როდესაც სოხუმში მყოფმა თანათავმჯდომარეებმა ეს საკითხი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერთან ალექსანდრე ანქვაბთან შეხვედრაზე გააკეთეს სეპარატისტთა ლიდერმა ამის შესაძლებლობა უარყო. მან საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, პოლონელ დიპლომატთან ანჟეი ტიშკევიჩთან დაკავშირებული ამბავი გაიხსენა, რომელიც აფხაზურმა მხარემ "თავის ტერიტორიაზე არასასურველ პერსონად გამოაცხადა".
"მომავალშიც ასევე ადეკვატურად ვაპირებ რეაგირებას საერთაშორისო დიპლომატების საქციელზე. ჩვენ არ ვიკონტაქტებთ ისეთ ადამიანებთან, რომლებმაც ეტიკეტის ელემენტარული წესი არ იცის", _ განაცხადა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა.