რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი იუწყება, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს ხელშეწყობით დაჯგუფება "იმარატ კავკაზის" სამი პირი დააკავეს, რომლებიც ე.წ. აფხაზური ჯამაათის ხელმძღვანელობაში შედიოდნენ.
"რუსეთის და აფხაზეთის სპეცსამსახურებმა ბანდდაჯგუფება "იმარატ კავკაზის" სამი წევრი დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ოლიმპიურ სოჭში ტერაქტების მომზადებაში", _ იუწყება ანტიტერორისტული კომიტეტი.
მათი ინფორმაციით, რუსეთის სპეცსამსახურებმა აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს ხელშეწყობით "დაასრულეს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლებიც ე.წ. აფხაზურ ჯამაათთან იყო დაკავშირებული - ეს დამნაშავეობრივი ნაწილია აკრძალული საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია "იმარატ კავკაზისა".
"სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულია სამი პირი, რომლებიც რომლებიც ე.წ. აფხაზური ჯამაათის ხელმძღვანელობაში შედიან. სპეცსამსახურები მათ სახოვრებელსაც ჩხრეკენ, სადაც აღმოჩენილია იარაღი და საბრძოლო მასალა.
შეგახსენებთ, რომ დღესვე რუსეთის ფედერაციის ანტიტერორისტულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია "იმარატ კავკაზის" მეთურს დოკუ უმაროვს საქართველოს სპეცსამსახურებთან მჭიდრო კონტაქტი აქვს.
მათი ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სპეცსამსახურებმა იარაღის ათი სამალავი აღმოაჩინეს, რომელშიც იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები და ტერაქტის ჩადენისთვის სხვა საჭირო ნივთები იყო აღმოჩენილი.