"რუსეთის და აფხაზეთის სპეცსამსახურებმა ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ბოევიკების გეგმები ჩაშალეს, რომლებიც სოჭის ოლიმპიადის მომზადებისა და ჩატარების პერიოდში ტერაქტებს გეგმავდნენ", _ ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის ფედერაციის ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, ამოღებულია ტერორისტების არსენალი, მათ შორის გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები "იგლა" და "სტრელა".
ამას გარდა, რუსეთის ფედერაციის ანტიტერორისტული კომიტეტი ასევე იუწყება, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სპეცსამსახურებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე იარაღის ათი სამალავი აღმოაჩინეს , რომელშიც იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები და ტერაქტის ჩადენისათვის სხვა საჭირო ნივთები იყო აღმოჩენილი.
"რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ ბოევიკები 2012-2014 წლებში ამ იარაღის სოჭში გადატანას და იქ ტერორისტული აქტების ჩადენას აპირებდნენ", _ იუწყება რუსეთის ფედერაციის ანტიტერორისტული კომიტეტი.