სეპარატისტულ აფხაზეთში ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს ელიან. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ფილიპ ლეფორი, პადრიგ მერფი და ანტი ტურინენი აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს ვიჩესლავ ჩირიკბას შეხვდებიან და ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის დღის წესრიგს განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი 7 ივნისს უნდა გაიმართოს.