რუსთავში მტკვარმა შუახნის მამაკაცის გვამი გამორიყა. დაღუპულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
წინასწარი დათვალიერების შედეგად არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა მტკვარში ჩავარდნის დროს თავი ქვაზე დაარტყა და გონება დაკარგა. სავარაუდოდ, გარდაცვლილი მდინარეში შემთხვევით ჩავარდა.
გარდაცვლილის ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.