ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე ლიტერატურის დარგში 2025 წლის ნობელის პრემიაზე წარადგინეს. იტყობინება შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი.
"პატივი გვაქვს გაცნობოთ, რომ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესურისა და შედარებითი ლიტერატურის ქართული ასოციაციის საბჭოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, 2025 წლის ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, განმეორებით, წარდგენილია მწერალ აკა მორჩილაძის კანდიდატურა.
წარმატება მას და სრულიად საქართველოს!", - ნათქვამია განცხადებაში. .
აკა მორჩილაძე ნობელის პრემიაზე გასულ წელსაც წარადგინეს, თუმცა ნობელი ლიტერატურის დარგში სამხრეეთკორეელ მწერალ ჰან კანს გადაეცა.